წესები და პირობები
ნიკოლა ტესლას სკოლის თანამედროვე სასწავლო სივრცე მაღალი ხარისხის ტრენინგ-კურსებს, ვორკშოფებსა და მასტერკლასებს სთავაზობს დაინტერესებულ აუდიტორიას.
ნიკოლა ტესლას სკოლაში შექმნილი გარემო და სწავლების სტილი მოგცემთ საშუალებას პრაქტიკაში გამოიყენოთ მიღებული ცოდნა, რომელიც თქვენი პროფესიონალად ჩამოყალიბების წინაპირობა იქნება.
ტერმინების განმარტება
- ლექტორი/მასწავლებელი - პრაქტიკოსი ადამიანი, რომლიც ნიკოლა ტესლას სკოლის საბაზისო, ექსპრეს ან პროფესიონალურ კურსს უწევს ფასილიტაციას, ხოლო კურსის მსმენელებს - მენტორობას.
- საბაზისო კურსი - საწყისი საფეხურის კურსი, რომელიც მსმენელს საშუალებას აძლევს დაეუფლოს სფეროს საფუძვლებს;
- ექსპრეს კურსი - სასწავლო კურსი, რომლის ხანგრძლივობა 1 თვეზე მეტს არ გრძელდება და კურსის მსმენელს საშუალებას აძლევს სფეროს საფუძვლებს მოკლე დროში დაეუფლოს.
- პროფესიონალური/Advanced კურსი - კურსი, რომლის ხანგრძლივობაც 2-3 თვეს გრძელდება და მსმენელს საშუალებას აძლევს საფუძვლიანად შეისწავლოს კონკრეტული სფერო.
- კურსის მსმენელი - ადამიანი, რომელიც დარეგისტრირებულია და ესწრება ნიკოლა ტესლას სკოლის საბაზისო, ექსპრესს ან პროფესიონალურ კურსს.
- აკადემიური მოსწრება - კურსის მსმენელის მიერ მიღწეული შედეგების შეჯამებული შეფასება ნიკოლა ტესლას სკოლაში არსებული პროფესიონალური, საბაზისო თუ ექსპრეს კურსის მოთხოვნების შესაბამისად.
- სერტიფიკატი - კურსის დასრულების შემდეგ მსმენელის შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატის მისაღებად სტუდენტმა უნდა მოაგროვოს მინიმუმ 70 ქულა
- კურსის მინიმუმ 90 ქულაზე დასრულების შემთხვევაში, სტუდენტი დამატებით მიიღებს ლექტორის წერილობით რეკომენდაციას.
- სტაჟირება - ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შრომითი ურთიერთობა, რომელიც მყარდება ნიკოლა ტესლას სკოლის პროფესიონალური, საბაზისო თუ ექსპრეს კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულსა და ნიკოლა ტესლას სკოლის პარტნიორ კომპანიას შორის მინიმუმ 1 თვის ვადით.
- პრაქტიკა - ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი შრომითი ურთიერთობა, რომელიც მყარდება ნიკოლა ტესლას სკოლის პროფესიონალური, საბაზისო თუ ექსპრეს კურსის წარმატებულ კურსდამთავრებულსა და ნიკოლა ტესლას სკოლის პარტნიორ კომპანიას შორის მინიმუმ 2 კვირის ვადით.
ნიკოლა ტესლას სკოლის ვალდებულებები და უფლებამოსილება
- ნიკოლა ტესლას სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს ვებ-გვერდზე დადებული და სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაციის სისწორე
- ნიკოლა ტესლას სკოლა ვალდებულია, შეინახოს და კანონით გათვალისწინებული წესით დაამუშავოს დარეგისტრირებულ მომხმარებელთა და კურსის მსმენელთა პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელეფონი), პირადი ნომერი, ფაქტიური/იურიდიული მისამართი, საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები).
- ნიკოლა ტესლას სკოლა უფლებას იტოვებს გააუქმოს კურსი ან შეცვალოს მისი დაწყების თარიღი იმ შემთხვევაში, თუ კურსზე არ მოგროვდა მსმენელთა საჭირო რაოდენობა.
- ნიკოლა ტესლას სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს კურსის მსმენელი კვალიფიციური სწავლებითა და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;
- კურსის დასრულების შემდეგ ნიკოლა ტესლას სკოლა კურსის იმ მსმენელს, რომელიც მოაგროვებს მინიმუმ 70 ქულას, გადასცემს შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს;
- იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კურსს თან ახლავს ნიკოლა ტესლას სკოლის ვალდებულება კურსით განსაზღვრული ბარიერის გადალახვის შემდეგ სტუდენტებს გაატაროს სტაჟირება ან/და პრაქტიკა:
- ვალდებულება შესრულებულად ითვლება თუ ნიკოლა ტესლას სკოლის მხრიდან მოხდა სტუდენტისთვის სტაჟირების/პრაქტიკის შეთავაზება და ნებისმიერი მიზეზით სტუდენტმა განაცხადა უარი;
- ვალდებულება შესრულებულად ითვლება თუ ნიკოლა ტესლას სკოლის დახმარებით სტუდენტმა გაიარა მინიმუმ 1 თვიანი სტაჟირება/პრაქტიკა.
- ვალდებულება შესრულებულად ითვლება თუ სტუდენტმა სტაჟირება/პრაქტიკის დაწყებიდან ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზეზით შეწყვიტა აღნიშნულში მონაწილეობის მიღება;
- ნიკოლა ტესლას სკოლა უფლემოსილია გააკონტროლოს მონაწილის აკადემიური მოსწრება;
- ნიკოლა ტესლას სკოლას უფლება აქვს მონაწილის მიერ დისციპლინური ნორმის/ნორმების დარღვევის ან/და მონაწილის მიერ ლექციებზე დაუსწრებლობის შემთხვევაში გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის დამდგარი ფაქტიდან გამომდინარე;
- ნიკოლა ტესლას სკოლას შეუძლია გამოაქვეყნოს ნიკოლა ტესლას სკოლის ოფიციალურ სოციალურ არხებში, ჯგუფებში და ვებგვერდზე, კურსის მსმენელთა მიერ შესრულებული ნამუშევრები, მათზე შემსრულებლების სახელისა და გვარის გამოქვეყნებით ან არ გამოქვეყნებით, დამატებითი თანხმობისა და შეტყობინების ვალდებულების გარეშე;
ვებ გვერდის მომხმარებლისა და კურსის მსმენელის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების თაობაზე
- ვებ-გვერდის მომხმარებელი ვალდებულია ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია გამოიყენოს საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის;
- ვებ გვერდის მომხმარებელი ვალდებულია სასწავლო კურსზე რეგისტრაციისას უზრუნველყოს მითითებული ინფორმაციის სისწორე;
- კურსის მსმენელი ვალდებულია დაიცვას ნიკოლა ტესლას სკოლის მიერ დადგენილი დისციპლინური მოთხოვნები, განაწესები და კურსის მსმენელთან დადებული ხელშეკრულება;
- კურსის მსმენელი უნდა ესწრებოდეს სასწავლო ცხრილით გათვალისწინებულ ლექციებს;
- კურსის მსმენელმა უნდა გადაიხადოს სწავლის გადასახადი კურსის დაწყებამდე ერთიანად, პარტნიორი ბანკების განვადების გამოყენებით ან შეუთანხმდეს ნიკოლა ტესლას სკოლის ადმინისტრაციას გადახდის გრაფიკის თაობაზე, ასეთის დაშვების შემთხვევაში;
- მონაწილე ვალდებულია დაიცვას ნიკოლა ტესლას სკოლის საკუთრება ფიზიკურ თუ ონლაინ შეხვედრებზე დასწრებისას. ფიზიკურ შეხვედრებზე დასწრებისას არ დააზიანოს ლეპტოპი და სხვა კომპიუტერული აქსესუარები.
- მონაწილეს ეკრძალება შეხვედრების ფიზიკური თუ ონლაინ ჩანაწერ(ებ)ის, ასევე სამუშაო/სასწავლო მასალების გავრცელება/გადაცემა/გაზიარება, როგორც საჯაროდ, ისე ნებისმიერი პირისთვის;
- კურსის მსმენელს აქვს უფლება, მოითხოვოს დეტალური უკუკავშირი ლექტორისგან კურსის განმავლობაში;
- კურსის მსმენელი უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება სასწავლო კურსის დაწყებამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე, რა შემთხვევაშიც მოხდება გადახდილი თანხიდან 20%-ის დაკავება, არანაკლებ 100 ლარის ოდენობით. სხვა შემთხვევაში თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება;