როგორ დავეხმაროთ შვილს ონლაინ სწავლაში - 10 რჩევა მშობლებს
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლების გამოცდილება გასული წლიდან გვაქვს, სახლიდან სწავლა მაინც გვაშინებს. განსაკუთრებით კი მშობლებს, რომლებსაც პედაგოგების საქმის განაწილება უწევთ. გთავაზობთ, რჩევებს, თუ როგორ უნდა გააკეთოთ ეს.
1. შეიმუშავეთ გრაფიკი
რაც უფრო ახლოს არის ის სკოლის ცხრილთან, მით უფრო ადვილი იქნება ყველასთვის. განრიგის შედგენისას უნდა გაითვალისწინოთ გარემო ფაქტორები: თქვენი გრაფიკი, ოჯახის წევრების ყოფნა/არყოფნა, მოსწავლის პროდუქტიულობის საათები და ა.შ. შესაძლოა, მოგიწიოთ ცვლილების შეტანა, მაგრამ როგორც კი მუშაობას დაიწყებთ, მიჰყევით მას და აღარ შეიტანოთ ცვლილებები მასში. ეს ბავშვს დააბნევს.
2. დარწმუნდით, რომ მოსწავლეს აქვს ყველა მასალა დავალების შესასრულებლად
წარმოიდგინეთ ბავშვმა გადაწყვიტა მეცადინეობა და აღმოაჩინა, რომ არ აქვს წიგნი, რითაც უნდა იხელმძღვანელოს, ზუსტად არ აქვს ჩანიშნული დავალება, არ ახსოვს ცხრილი და ა.შ. თუ ეს ხშირად განმეორდება, ის კარგავს მოტივაციას და შემდგომში აღარ გაუჩნდება მეცადინეობის სურვილი. ამიტომ, შეეცადეთ, სანამ ამას თავად მიეჩვევა, თქვენ აკონტროლოთ ეს ყველაფერი.
3. უზრუნველყავით სასწავლო გარემო
იზრუნეთ იმაზე, რომ მეცადინეობის დროს, სახლში სიჩუმე იყოს, დააკვირდით რამდენად მოსახერხებელია სამეცადინო სივრცე და გაანალიზეთ სხვა ტექნიკური დეტალები.
4. შექმენით ყოველდღიური გეგმა
ყოველდღიური გეგმის შექმნა არ არის მხოლოდ დაგეგმვა. ეს დამოკიდებულია საშინაო დავალებებზე, მოახლოებულ გამოცდებზე და ა.შ.
5. ნუ ასწავლით - დაეხმარეთ, გაიგოს
მარტივია შვილს უთხრა ამოცანის პასუხი, მაგრამ დაეხმარო იმის გააზრებაში, თუ როგორ უნდა მივიდეს პასუხამდე, რთულია და მუშაობას მოითხოვს. ყველაზე რთული ნაწილიც ესაა.
6. დარწმუნდით, რომ ყველა დავალება შეასრულა
თუ აღმოაჩენთ, რომ დავალება არ უწერია ან არ იცის გაკვეთილი, ნუ ჩათვლით, რომ ტყუილში გამოიჭირეთ, ეს არ უნდა გახდეს დასჯის მიზეზი. უბრალოდ, იპოვეთ მიზეზი და დაეხმარეთ გამოსწორებაში.
7. დაეხმარეთ, შეამოწმოს შეტყობინებები და დაუკავშირდეს სკოლას
ყოველდღიურად შეამოწმეთ მასწავლებლების შეტყობინებები და დარწმუნდით, რომ უპასუხეთ თითოეულს.
8. გაიცანით თქვენი შვილი
ამაზე მუშაობას პედაგოგები კლასში შესვლის დღიდან იწყებენ. მათი ამოცანაა გაიგო, როგორ მისცენ თითოეულ ბავშვს მოტივაცია? ძალიან რთულად ან ძალიან მარტივად ხომ არ უხსნიან საკითხს? როგორ უფრო სწავლობენ – თითის ქნევით თუ თბილი ატმოსფერო ამოტივირებს? ბავშვის მოტივირება არის ის სფერო, რასაც მშობელი ყოველთვის უკეთ გააკეთებს, ვიდრე ეს მასწავლებელს შეუძლია. თუ თქვენს შვილს გაიცნობთ ისე, რომ ამ შეკითხვებზე ზუსტი პასუხი გექნებათ, ჩათვალეთ, რომ მთავარი შრომა გაწეულია.
9. უბიძგეთ აზროვნებისკენ
ვგულისხმობ, არა იმას, თუ რას ისწავლის ან როგორ ისწავლის, არამედ იმას, თუ როგორ ფიქრობს ამა თუ იმ საკითხზე. ნუ იქნებით კრიტიკული მისი აზრის მოსმენისას, თუნდაც სრული აბსურდი იყოს, მიეცით განვითარების უფლება.
10. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი სამსახური არ არის
ბევრი მშობლისთვის ბალანსის დაცვა რთული იქნება, როცა ირგვლივ ამდენი ზეწოლაა – ოჯახი, სამსახური და ცალკე ბავშვის სკოლა, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ეს უკანასკნელი პრიორიტეტულია და ახლა თქვენი წვლილი მის განათლებაში იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე.