მთავარიბლოგივისწავლე მარტივი ჩატბოტების შექმნა, პერსონაჟის ამოძრავება... - გაიცანი 11 წლის ირაკლი ნადირაძე

ვისწავლე მარტივი ჩატბოტების შექმნა, პერსონაჟის ამოძრავება... - გაიცანი 11 წლის ირაკლი ნადირაძე

11 წლის ირაკლი ნადირაძემ ზუსტად იცის, რომ სამომავლო პროფესიას კომპიუტერული მეცნიერებებს დაუკავშირებს, თუმცა მიმართულება ჯერ არ აურჩევია. ცოდნას კი სხვადასხვა მიმართულებით აგროვებს. ნიკოლა ტესლას სკოლაში Scratch-ს უკვე დაეუფლა. მან კურსის ორივე ეტაპი წარმატებით გაიარა. ახლა მზადაა გამოცდილება თანატოლებს გაუზიაროს: 

რა არის Scratch-ი? 

Scratch-ი ძალიან გამოსადეგი პროგრამაა მათთვის, ვისაც აინტერესებს თამაშების შექმნა, ანიმაციების კეთება, მათემატიკური ცვლადების შექმნა და ასე შემდეგ... მე ძალიან მომწონს პლატფორმერ თამაშების კეთება. 

რისი კეთება ისწავლე კურსის პირველ ეტაპზე? 

კურსის პირველ ეტაპზე ვისწავლე მარტივი ჩატბოტების შექმნა, პერსონაჟის ამოძრავება და მისთვის მიმართულების მიცემა. რაც უფრო მეტი ლექცია გვიტარდებოდა, Scratch-ის შესაძლებლობები უფრო მეტად მაინტერესებდა. ამიტომ მომინდა, კიდევ უფრო მეტი მესწავლა და კურსის ADVANCED დონეც გავიარე. 

როგორი იყო სწავლის პროცესი? 

შესანიშნავი. თავიდანვე ძალიან მონდომებული ვიყავი და არაფერი გამრთულებია. მართალია, ბევრ შეცდომას ვუშვებდი, მაგრამ ამ შეცდომებს მასწავლებელთან ერთად განვიხილავდი. შემდეგ კი, როდესაც ცოდნა დამიგროვდა, ახალი რაღაცების სწავლა მიმარტივდებოდა. 

ნიკოლა ტესლას სკოლა ჩვეულებრივი სკოლისგან ბევრი რამით განსხვავდება. მაგალითად, მასწავლებელი ყველა მოსწავლის შეკითხვას საინტერესოდ პასუხობს და გაუგებარი ნაწილის გააზრებაში გვეხმარება. ამირან მასწავლებელი ძალიან გამგებია, ყველა მასალას დაწვრილებით და ვრცლად გვიხსნიდა. ყველას იდეას ისმენდა და ცდილობდა, რომ საკითხი ყველას კარგად გაეაზრებინა. განსხვავებულია სწავლების პროცესი, მასწავლებლების დამოკიდებულება და სასწავლო მასალა. ვისურვებდი Scratch-ს სკოლაშიც გვასწავლიდნენ. 

რა პროფესიას გინდა დაეუფლო?

სამომავლოდ, ჩემი პროფესია პროგრამირებას აუცილებლად დაუკავშირდება, თუმცა ჯერ არ ვიცი, რა მიმართულებით გავაგრძელებ სწავლას. პროგრამირების ყველა დარგი მაინტერესებს. 

გაიცანი ლექტორი: ბავშვებს Sratch-ი თავიანთი ფიქრებისა და იდეების გაციფრულების შესაძლებლობას აძლევს

 გაიგე მეტი კურსის შესახებ აქ.

სხვა სტატიები >>